137 წლიანი პაუზის შემდეგ ბარსელონაში „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა დაიწყება

695

137 წლიანი პაუზის შემდეგ ბარსელონაში „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა განახლდება. ინფორმაციას გამოცემა  Telegraph ავრცელებს.

ათმა არქიტექტორმაქალაქის მერიისგან 1 მილიონი ევროს დაფინანსება და მშენებლობის ნებართვა ოფიციალურად მიიღო. სალიცენზიო პირობების თანამხად „საგრადა ფამილიას“ მშენებლობა 2026 წელს დასრულედება.

“საგრადა ფამილია” შესულია იუნესკო – ს მსოფლიო საგანძურის სიაში, 2010 წელს კი პაპმა ბენედიქტ XVI -მ ტაძარი ღვთისმსახურებისთვისაც აკურთხა.

ცნობილი ესპანელი არქიტექტორი ანტონიო გაუდი სწორედ იმ დროს გარდაიცვალა, როდესაც იგი ბარსელონაში კათოლიკური ბაზილიკა “LA Sagrada Familia- ს აგების პროცესში იყო.

არქიტექტორის გარდაცვალების შემდეგ ბაზილიკის პროექტი ასაშენებლად 9 არქიტექტორს გადააბარეს, თუმცა 1936 წელს გაჩენილმა ხანძარმა ყველა გეგმა და ნახაზი გაანადგურა, რომელიც ანტონიო გაუდიმ ჯერ კიდევ 8 ათეული წლის წინ დატოვა. ამიტომ დიზაინერებს ინტერპრეტირება მოუხდათ იმისა, თუ როგორ ბაზილიკას ისურვებდა გაუდი.

თავად გაუდი გრძნობდა, რომ ტაძარს ვერ დაასრულებდა: „არსებობს მიზეზი, რის გამოც მე ვერ დავასრულებ ტაძარს, მაგრამ მოვლენ ადამიანები, რომლებიც ამას შეძლებენ” – განაცხადა მან.

კრიტიკოსების თქმით, ბაზილიკას არ ექნება გაუდის დიზაინი და მისი ორიგინალური ხედვა და რომ ტაძარს ძალიან ცოტა საერთო ექნება ანტონიო გაუდის პროექტთან. გასული საუკუნის 20 – ან წლებში დაწყებული არქიტექტურული ნიმუშის სანახავად მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან უამრავი ტურისტი ჩადის.

საგრადა ფამილიას მშენებლობა 1882 წელს დაიწყო და მისი ფორმალური სახელი “წმინდა ოჯახის საკათედრო ტაძარია.