2 სექტემბრიდან „ღამის სერენადები“ თბილისში გაგრძელდება

1119

„ღამის სერენადების“ კონცერტები ბათუმში დასრულდა, თუმცა კლასიკური მუსიკის ფესტივალი 2 სექტემბრიდან თბილისში გაგრძელდება. ბათუმის დრამატულ თეატრში გამართულ ბოლო კონცერტზე სულხან ცინცაძისა და ვაჟა აზარაშვილის ნაწარმოებები შესრულდა.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 26 აგვისტოს საზეიმოდ გაიხსნა და მას ბათუმი მეათედ მასპინძლობს. პირველი საღამო ორკესტრ „საქართველოს ვირტუოზებს“ დაეთმო და ის დირიჟორ სოსო ბარდანაშვილს მიეძღვნა.

ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს ლიანა ისაკაძის ინიციატივით, აფხაზეთში დაარსდა. 1991 წელს, ფესტივალმა არსებობა შეწყვიტა. ფესტივალი 10 წლის წინ ბათუმში განახლდა. „ღამის სერენადების“ უცვლელი სამხატვრო ხელმძღვანელი, კვლავ, ლიანა ისაკაძეა.