ადელი Spice Girls-ის კონცერტს ლონდონში დაესწრო და შთაბეჭდილებები Instagram-ზე გააზიარა.
“ბოლოს Spice Girls 21 წლის წინ ვიხილე! დღეს ვტიროდი, ვიცინოდი, ვყვიროდი, ვცეკვავდი. . . არავისთვისაა საიდუმლო, რომ მე ისინი ძალიან მიყვარს”, – წერს ადელი.
ჯგუფის წევრებმა კი თავის მხრივ ადელთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნეს.