24-25 აგვისტოს მანგლისში არტ-ფესტივალი გაიმართება

495

წელს მანგლისში მასშტაბური მულტიფუნქციური არტ-ფესტივალი ღია ცის ქვეშ გაიმართება. ფესტივალის საკონცერტო ნაწილში მონაწილეობას ყველა თაობის ცნობილი შემსრულებელი მიიღებს და პროგრამა ყველა ასაკის მსმენელზე იქნება გათვლილი.

არტ-ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია რეგიონის მუნიციპალიტეტების პავილიონების მოწყობა, სადაც წარმოდგენილი იქნება ინფორმაცია მხარის ეთნო-კულტურული და ტურისტული პოტენციალის შესახებ.

აღსანიშნავია, რომ მასშტაბურ არტ-ფესტივალს, ქვემო ქართლის რეგიონი ტრადიციულად, ყოველწლიურად უმასპინძლებს. არტ-ფესტივალის ორგანიზატორი და მხარდამჭერი – ქვემო ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია, საქართველოს კულტურის პალატა.