27, 28, 29 სექტემბერს, მთაწმინდის პარკში, გალერეა “არტტენტში” პირველი არტ-ბაზრობა გაიმართება.
მთაწმინდის პარკის ადმინისტრაციის განცხადებით, „არტტენტში“ მისულ სტუმრებს დაგხვდებათ ახალი და თავისუფალი ატმოსფერო, სადაც ბევრ სასურველ ნივთს შეარჩევთ, გაეცნობით გალერეებს და ხელოვანებს. ასევე დაათვალიერებთ მიმდინარე გამოფენას.