ხელოვნების სფეროში ყოველწლიურად მრავალი დაჯილდოვება, შეჯიბრი და სხვადასხვა სახის აქტივობა ხდება. allart.ge 2019 წლის სამხატვრო პრემიებისა და შეჯიბრების კალენდარს გთავაზობთ.
იაპონიის საერთაშორისო შეჯიბრი მანგა–ს მე–13 დაჯილდოება
13 ივნისი 2019 წელი
შეჯიბრი იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერაა ორგანიზებული. მონაწილეობის მისაღებად 16 გვერდიანი ანკეტა უნდა შეავსოთ. ოქროს და ვერცხლის ჯილდოს მფლობელები დაჯილდოების ცერემონიაზე უფასოდ იქნებიან მიწვეულები.
ხიდა ტაკაიამას ხეზე ბეჭდვის ტრიენალე
31 ოქტომბერი 2019 წელი
შეჯიბრის ორგანიზატორი იაპონიის ქალაქ ტაკაიამას მერიაა. მონაწილეობის მთავარი პირობა: ხელოვნების ნიმუში აუცილებლად უნდა შეიცავდეს ხეზე ბეჭდვის ელემენტებს.
ჯილდოები:
პირველი ადგილი: 500 000 იენი
მეორე ადგილი: 300 000 იენი
მესამე ადგილი: 200 000 იენი
ფანქრის კონკურსი
17 თებერვალი 2020 წელი
ქალაქ დერვენტში ყოველწლიურ კონკურსში მონაწილეობის მიღების პირობებია: 6 ნახატი, რომლებიც შესრულებული იქნება ფანქრით.
პირველი ადგილი: 6 000 ფუნტი
მეორე ადგილი: 3 000 ფუნტი
მესამე ადგილი: 1500 ფუნტი30 სექტემბერი 2019 წელი
ფრანცისკო მატეკონის სახელობის პოსტერების დიზაინის საერთაშორისო ბიენალე.
30 სექტემბერი 2019 წელი
კონკურსი
ღიაა ყველასთვის ვინც 18 წლის უკვე გახდა. შესაძლებელია მხოლოდ 2 პოსტერის განთავსება.
გამარჯვებული 10000€–ს მიიღებს.
კომიქსების შეჯიბრი „ახალი ნიჭი 2019 “
1 ივლისი 2019 წელი
ამ შეჯიბრის თემა არის „ჩრდილი“. შეგიძლიათ წარადგინოთ კომიქსი ტექსტით ან ტექსტის გარეშე.
პირველი ადგილი: 2000 შვეიცარული ფრანკი
მეორე ადგილი: 1500 შვეიცარული ფრანკი
მესამე ადგილი: 1000 შვეიცარული ფრანკი.1 ივლისი 2019 წელი
საუკეთესო ილუსტრაცია 2019
1 ივლისი 2019 წელი
შეჯიბრს იაპონიის ილუსტრატორთა ასოციაცია აწყობს. ილუსტრაციები JPEG ფორმატში უნდა იყოს წარდგენილი. თითო ილუსტრაციის წარდგენა კონკურსანტებს 3700 იენი დაუჯდებათ.
გრან პრი: 300 000 იენი.
28 ნოემბერი 2019 წელი
ანდრიუს მსოფლიო შეჯიბრი
28 ნოემბერი 2019 წელი
შეჯიბრი ღიაა ყველა ასაკის სტუდენტებისა თუ პროფესიონალებისთვის. მონაწილეებმა ავეჯი უნდა შექმნან.
პირველი ადგილი: 4000 ევრო
მეორე ადგილი: 2000 ევრო.
ოქროს კუ
31 მაისი 2019 წელი
სულ სამი შეჯიბრია:
ფოტო
ეკო პოსტერი
ხელოვნება.
ყოველი კატეგორიის გამარჯვებული 1000 დოლარს მიიღებს.