კულტურის სფერო სულ უფრო ხელმისაწვდომი ხდება. ბევრი მუზეუმი ციფრულ რეჟიმში მუშაობს. 360 გრადუსიანი ტურების, ვიდეო–ანონსებისა და ტრანსლაციების გარდა, თემატური კონფერენციების და სპეციალური პროგრამების ჩვენებაც ხდება.
აშშ
მეტროპოლიტენის ხელოვნების მუზეუმი (ნიუ–იორკი). მსოფლიოს ერთ–ერთი უმსხვილესი მუზეუმი გაძლევთ საშუალებას ონლაინ რეჟიმში იხილოთ 200 000–ზე მეტი ექსპონატი, რომელთა შორისაც ვან გოგი, ჯეკსონ პოლოკისა და პაბლო პიკასოს ნამუშევრებია წარმოდგენილი.
გუგელჰაიმის მუზეუმი (ნიუ–იორკი). უძველესი და ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მუზეუმი. Collection Online – 625 მხატვრის 1700 ნამუშევარი.
ხელოვნების ეროვნული გალერეა (ვაშინგტონი). აქ ამერიკელი და ევროპელი ოსტატების საუკეთესო კოლექციებია წარმოდგენილი.
უიტნის ამერიკული ხელოვნების მუზეუმი (ნიუ–იორკი). XX-XXI საუკუნეების ამერიკული ხელოვნება: ფერწერა, სკულპტურა, გრაფიკა, ფოტოგრაფია და ვიდეო–არტი. 3500 ავტორის 23000 ნამუშევარი.
ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტი (ჩიკაგო). არამხოლოდ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, არამედ ხელოვნების მუზეუმიც, რომელიც იმპრესიონისტთა და ამერიკელი მხატვრების ფართო კოლექციითაა ცნობილი.
ფრიკის კოლექცია (ნიუ–იორკი) — დასავლეთ ევროპული ხელოვნების კერძო კოლექცია, რომელშიც იხილავთ ტიციანს, ელ გრეკოს და რემბრანდტს.
ქალთა ხელოვნების ეროვნული მუზემი (ვაშინგტონი). მსოფლიოში ერთადერთი ხელოვნების მუზეუმი, სადაც მხოლოდ ქალების მიერ შექმნილი ხელოვნების ნიმუშებია წარმოდგენილი.
ბუნების ისტორიის ეროვნული მუზეუმი (ვაშინგტონი). მასში წარმოდგენილია არა მხოლოდ მცენარეების, ცხოველებისა და მინერალების ნიმუშები, არამედ არქეოლოგიური და კულტურული არტეფაქტები.
თეთრი სახლი (ვაშინგტონი). ონლაინ ტური გთავაზობთ გაეცნოთ აშშ–ის პრეზიდენტის რეზიდენციის ინტერიერს.
ამერიკის შეერთებული შტატების საჰაერო ძალების ეროვნული მუზეუმი (დეიტონი) – ერთ–ერთი ყველაზე ძველი და მსხვილი ავიაკოსმოსური მუზეუმი
საფრანგეთი
ლუვრი (პარიზი) – მუზეუმის ზოგიერთ გალერეაში ონლაინ–გასეირნებას შეძლებთ.
ვერსალი (ვერსალი) – ფრანგული არქიტექტურის ძეგლი და ევროპის პირველი გრანდიოზული პროექტი.
სენტ–შაპელი (პარიზი) – გოთიკური არქიტექტურის ყველაზე ცნობილი ძეგლი
დიდი ბრიტანეთი
ბრიტანეთის მუზეუმი (ლონდონი) — დაახლოებით 8 მილიონი ობიექტი და მათი უმრავლესობა შეგიძლიათ ონლაინ რეჟიმში დაათვალიეროთ
ტეიტ ბრიტანეთი (ლონდონი) — სამხატვრო მუზეუმი, რომელშიც ბრიტანული ხელოვნების ნიმუშები 1500 წლიდან ინახება.
სტოუნჰენჯი (უილტშირის საგრაფო) — იდუმალებით მოცული არქეოლოგიური ძეგლი, რომელსაც ინტერნეტ სივრცეში იხილავთ.
იტალია
გალერეა უფიცი (ფლორენცია) — ევროპის ამ უძველეს მუზეუმში ბოტიჩელის „ვენერას დაბადებასაც“ კი იხილავთ.
სიქსტეს კაპელა (ვატიკანი) – რენესანსის ეპოქის ძეგლი, რომელშიც მიქელანჯელოს, ბოტიჩელის და პერუჯინოს ფრესების ნახვა შეგიძლიათ.
კაპიტოლიუმის მუზეუმები (რომი) – უძველესი საჯარო მუზეუმი მსოფლიოში.
ავსტრია
ხელოვნების ისტორიის მუზეუმი (ვენა) – იტალიური რენესანსის სტილში აშენებულ შენობაში რაფაელის, კარავაჯოს და რუბენსის ტილოები ინახება.
გალერეა ბელვედერი (ვენა) – ბელვედერის სასახლის ეზოში განთავსებული მუზეუმი, რომელშიც სხვადასხვა ეპოქების ექსპონატები ინახება.
ნიდერლანდები
ვან გოგის მუზეუმი (ამსტერდამი)— ერთ–ერთი ყველაზე პოპულარული მხატვრის მუზეუმი ონლაინ რეჟიმში.
მაურიცჰეისი (ჰააგა) – „ოქროს საუკუნის“ კოლექცია.
ესპანეთი
დალის თეატრ–მუზეუმი (ფიგერასი)– აქ შეგიძლიათ ცნობილი სიურრეალისტის ნამუშევრებს გაეცნოთ.
გერმანია
ძველი ეროვნული გალერეა (ბერლინი) – XIX საუკუნის კოლექციის გასაცნობად ონლაინ ტურის გავლა დაგჭირდებათ.
ფინეთი
ატენეუმი (ჰელსინკი) – ფინეთის მთავარი სამხატვრო მუზეუმი.
საბერძნეთი
აკროპოლისის მუზეუმი (ათენი) – არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც 3000 ცნობილი არტეფაქტი ინახება.
ავსტრალია
ახალი სამხრეთი უელსის სამხატვრო გალერეა (სიდნეი) – სიდნეის უდიდესი და ავსტრალიის უმსხვილესი გალერეა.
ახალი ზელანდია
ახალი ზელანდიის ეროვნული მუზეუმი (ველინგტონი) – ახალი ზელანდიისა და წყნარი ოკეანის კუნძულების ბუნების, ტრადიციებისა და კულტურის საუკეთესო კოლექცია.
იაპონია
კობე იუკარის სამხატვრო მუზეუმი (კობე) – იაპონელი მხატვრები XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან დღემდე
სამხრეთ კორეა
კორეის ეროვნული მუზეუმი (სეული) — კორეის უმსხვილესი ისტორიული და სამხატვრო მუზეუმი.
ინდონეზია
პრამბანანის ტაძარი (კუნძული იავა) — მეათე საუკუნის დასაწყისის ინდუისტური ტაძრების კომპლექსი.
რუსეთი
ერმიტაჟი (სანქტ–პეტერბურგი) – მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კულტურის, ისტორიისა და ხელოვნების მუზეუმი.
ტრეტიაკოვის სახელმწიფო გალერეა (მოსკოვი) – რუსი მხატვრების ნამუშევრების უდიდესი კოლექცია.
მიხეილ ბულგაკოვის მუზეუმი (მოსკოვი) – მწერლის კაბინეტში მოხვედრის ვირტუალური შანსი.