8 ადამიანი, რომლებმაც კაცობრიობის რეალობა შეცვალეს

818

გალილეო გალილეი (1564-1642)

იტალიელმა მეცნიერმა და გამომგონებელმა კლასიკურ მექანიკას საფუძველი ჩაუყარა.

1609 წელს გალილეიმ გააუმჯობესა უკვე არსებული ტელესკოპი და ციურ სხეულებს 32–ჯერადი გადიდებით აკვირდებოდა. ამგვარად მან აღმოაჩინა ვენერის ფაზები, ლაქები მზეზე, იუპიტერის ოთხი თანამგზავრი და მთები მთვარეზე. მისი წყალობით ადამიანებმა შეძლეს თავად დაენახათ, რომ ცა სიბრტყე არაა.

ჟიულ ვერნი (1828–1905)

ფრანგმა მწერალმა და ფუტუროლოგმა 66 რომანი და ორმოცდაათზე მეტი მოთხრობა დაწერა. მისი ნაშრომები იმით გამოირჩევა, რომ მან მეცნიერულად ახსნა ყველა ტექნიკური დეტალი. მან იწინასწარმეტყველა ბევრი აღმოჩენა, მათ შორის ვერტმფრენი, ვიდეო–კავშირი, ტელევიზია და აკვალანგი.

ვინსენტ ვან გოგი (1853 – 1890)

ჰოლანდიელმა მხატვარმა, პოსტ–იმპრესიონისტმა შეიმუშავა მხატვრული ტექნიკა და პრინციპები, რომლებიც მეოცე საუკუნის ხელოვნების საფუძველი გახდა. რიგი ხელოვნებათმცოდნეების აზრით, ვინსენტ ვან გოგის გარეშე არ იქნებოდა სეზანი, პიკასო, კუბიზმი და აბსტრაქციონიზმი.

ოგუსტ და ლუი ლუმიერები (1862 – 1954, 1864 – 1948)

SO1634, 13/03/2007, 11:09, 8C, 5040×3540 (2369+4470), 150%, Custom, 1/8 s, R22.7, G11.5, B31.4

მსოფლიო კინოს ისტორია პირველი საჯარო კინოსეანსით იწყება, რომელიც 1895 წლის 28 დეკემბერს პარიზში, კაპუცინების ბულვარში მდებარე კაფეში გაიმართა. როდესაც ოგუსტ და ლუი ლუმიერებმა უფერულ, უხმო და ბრტყელ გამოსახულებაზე მაყურებლის რეაქცია დაინახეს, გადაწყვიტეს “სინემატოგრაფი” მსოფლიოსთვის გაეცნოთ. ამ ყველაფერმა კი კინოს ერას ჩაუყარა საფუძველი.

კონსტანტინე სტანისლავსკი (1863 — 1938)

კონსტანგტინ სტანისლავსკიმ სამსახიობო თეატრი, ის სარეჟისორო თეატრით შეიცვალა. მსგავსი რეფორმის განსახორციელებლად რეჟისორმა განსაკუთრებული სისტემა შექმნა, რომელიც სამ პოსტულატზე იყო აგებული – ზეამოცანა, გარდაქმნა და გამჭოლი მოქმედება. დღეს თეატრალური განათლების საფუძველი, ზუსტად სტანისლავსკის სისტემაა.

ვასილი კანდინსკი (1866 — 1944)

აბსტრაქციონიზმი – მეოცე საუკუნის ხელოვნების ერთ–ერთი ძირითადი მიმართულებაა. გერმანულ ექსპრესიონიზმს საფუძველი ვასილი კანდინსკიმ ფრანც მარკთან ერთად მიუნხენში ჩაუყარა. მხატვარი გეომეტრიულ ფიგურებში მოძრაობასა და დრამას ხედავდა, ნათელ ტონებში – სივრცის შეგრძნებას, ხაზებში – დინამიკურ ენერგიას და რითმს. კანდინსკიმ აღმოაჩინა ახალი განზომილება, რომელიც სამყაროს თანამედროვე ხედვის საბაზისო ელემენტებისგან შედგებოდა.

ნილს ბორი (1885 — 1962)

დანიელი ფიზიკოსი კვანტური მექანიკის ფუძემდებელი გახდა. მან წარუდგინა მსოფლიოს მიკროსამყარო, რომელშიც თურმე ყველაფერი ისე არაა მოწყობილი, როგორც ჩვენს სამყაროში. მას შემდეგ, რაც ნმილს ბორმა 1913 წელს “ატომისა და მოლეკულის წყობის შესახებ” ნაშრომი გამოაქვეყნა, რამაც თანამედროვე კვანტური მექანიკის ფორმირება დაიწყო. ასე გაჩნდა ალტყერნატიული ფიზიკა და მისი კანონები, რომელთა თანახმადაც შეუძლებელიც კი შესაძლებელი ხდება.

მარტინ კუპერი (1928)

ამერიკელმა ინჟინერმა და ფიზიკოსმა მარტინ კუპერმა პირველი ფიჭური ტელეფონი შექმნა. მობილური ტელეფონით პირველი ზარი 1973 წლის 3 აპრილს განხორციელდა. მან უსადენო მობილური ტელეფონის იდეა რეალობად აქცია და დღეს ამ მოწყობილობის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენელი გახდა. კუპერის აზრით, სულ მალე გაქრება პლასტიკური ბარათები და ყველანაირი ტრანზაქცია მხოლოდ მობილური მოწყობილობებით იქნება შესაძელებლი.