როგორც ირკვევა 90-იანი წლების პერიოდი და მუსიკა ბევრ ადამიანს უყვარს, ენატრება, აინტერესებს ან თუნდაც ერომანტიკულება.

ამაზე სწორედ ის ფაქტი მეტყველებს, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ინტერესდება ყოველ წელს ამ ფესტივალით. ალიბი არენაზე წელს ისევ გაიმართა კონცერტი სადაც ქართველი მომღერლები თავის ძველ სიმღერებს ასრულებდნენ. ასევე იყო დეკორაციები რომელიც ძველ დროს აუცილებლად გაგახსენებდათ და რაც მთავარია „დრესკოდი“, ყველა სტუმარი ცდილობდა ყოფილიყო განსხვავებული და რაც შეიძლება ძველმოდური ტანსაცმელი ჩაეცვა.

მოკლედ იხილეთ ფოტოები სადაც უფრო კარგადაა აღწერილი თუ რა ხდებოდა 90-იანების ფესტივალზე.



























