თემურ წიკლაური გარდაიცვალა

388

მომღერალი თემურ წიკლაური კორონავირუსით გამოწვეული გართულებებისგან გარდაიცვალა. მუსიკოსი კოვიდ-19-ის გამო ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იყო მიერთებული და ექიმები მის მდგომარეობას მძიმედ აფასებდნენ.

თემურ წიკლაური იყო საესტრადო მომღერალი და მსახიობი, ანსამბლ ივერიას წევრი. საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი, საქართველოს სახალხო არტისტი და თბილისის საპატიო მოქალაქე.

თეიმურაზ წიკლაურის მონაწილეობა აქვს მიღებული რამდენიმე ფილმში: „სინათლე ჩვენს ფანჯრებში“ , „ივერია, სიყვარული და…“, „უმცროსი და“ , „არგონავტები“ .

2014 წლის 23 იანვარს გაიხსნა თეიმურაზ წიკლაურის ვარსკვლავი თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზთან.[