Amazon-ი ნილ გეიმანის რომანის მიხედვით სერიალს გადაიღებს

255

ნილ გეიმანის რომანის “ანანსის შვილების” ეკრანიზაციაზე Amazon იზრუნებს. წიგნი 2005 წელს გამოვიდა და ის ჩარლი ნანსიზე გვიამბობს, რომელსაც მამასთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა.

სცენარზე ნილ გეიმანი ლარი ჰენრისთან ერთად იზრუნებს. სერიალში სულ 6 სერია იქნება, ხოლო გადაღებები შოტლანდიაში 2021 წლის ბოლოს დაიწყება.