And Then We Danced-ის რეჟისორი შემოდგომაზე ახალი ფილმის გადაღებას გეგმავს

691

And Then We Danced-ის რეჟისორმა ლევან აკინმა ახალი ფილმის გადაღება დააანონსა. როგორც რეჟისორმა ნორდიკულ ფონდთან ინტერვიუში თქვა, ფილმის გადაღებას, სავარაუდოდ, მომავალი წლის შემოდგომაზე დაიწყებს და შესაძლოა, ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად And The We Danced-ის პერსონაჟი, ზაზაც კი ვიხილოთ.

ლევან აკინის თქმით, ფილმის სიუჟეტი საქართველოდან სტამბოლში მოგზაურობაზე მოგვითხრობს, თუმცა სხვა დეტალებს ჯერ არ ახმაურებს.

რეჟისორის თქმით, ის ერთ-ერთი შვედური ტელევიზიისთვის სერიალის გადაღებასაც გეგმავს.

აღსანიშნავია, რომ And Then We Danced-ს უკვე დიდი წარმატება ხვდა წილად, ქართულ-შვედური ფილმის ჩვენების უფლება უკვე 20-ზე მეტმა ქვეყანამ შეიძინა.