Balmain ჩვენებას მუსიკალურ ფესტივალად აქცევს

1014

Balmain–ის კრეატიული დირექტორის, ოლივიე რუსტენის გადაწყვეტილებით პარიზის მოდის კვირეულზე ტრადიციული ჩვენების ნაცვლად ის კოლექციას მუსიკალურ ფესტივალზე Fête de la Musique წარადგენს.

საუნდტრეკი ფრანგმა დიჯეიმ მაიკ ლევიმ (Gesaffelstein) უკვე დაწერა. ჩვენება 21 ივნისს Jardin des Plantes–ში გაიმართება.

ასევე, ცნობილია, რომ ფესტივალიდან შემოსული თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდება, კერძოდ კი შიდსთან ბრძოლის ორგანიზაციას გადაეცემა.

სხვათაშორის, მსურველებს აქვთ საშუალება უფასოდ მიიღონ ჩვენების ბილეთი. ამისთვის კი საჭიროა Balmain–ის საიტზე დარეგისტრირება და პირველ 1500 ხელმომწერს შორის მოხვედრა. რეგისტრაცია 7 ივნისს დაიწყება.