საერთაშორისო საბალეტო პრიზის, ბენუა დე ლა დანსის გადაცემის ცერემონია 21 მაისს მოსკოვის დიდ თეატრში გაიმართა.
პირველი პრიზი საუკეთესო სცენოგრაფიისთვის ჯონ მაკერფლეინმა, დიდი ბრიტანეთის სამეფო საბალეტო თეატრში პეტრე ჩაიკოვსკის „გედების ტბის“ გაფორმებისთვის მიიღო.
საუკეთესო მოცეკვავე კაცად ვადიმ მუნტაგიროვი აღიარეს, ხოლო საუკეთესო მოცეკვავე ქალის წოდება ეშლი ბაუდერმა და ელიზა კარილიო კაბრერამ გაინაწილეს.
ნომინაცია „ქორეოგრაფშიც“ ორი გამარჯვებულია – ფედერიკ ბენკე რიდმანი და კრისტიან შპუკი.
საპატიო ჯილდო „ხელოვნებაში ცხოვრებისთვის“ წელს ქორეოგრაფ ირჟი კილიანს გადაეცა.
ჟიურიმ საუკეთესო კომპოზიტორის გამოვლენა ვერ შეძლო.