“Bitter Sweet Symphony”–ს საავტორო უფლებები რიჩარდ ეშკროფტს გადაეცა

1307

მიკ ჯაგერი და კიტ რიჩარდსი, რიჩარდ ეშკროფტისთვის “Bitter Sweet Symphony”–ს საავტორო უფლებების გადაცემას დათანხმდნენ. გადაწყვეტილება ორივე მხარის მენეჯერების მოლაპარაკებების შედეგად იქნა მიღებული.

“მოვლენათა მნიშვნელოვანი ცვლილება შესაძლებელი გახდა მიკისა და კიტის ხელგაშლილი ჟესტის წყალობით. ამ სიმღერის საავტორო უფლებები მე გადმომეცა”, – ნათქვამია ეშკფორტის განცხადებაში.