Christie’s და Sotheby’s ბენკსის პრინტებს გაყიდიან

1128

სააუქციონო სახლები Christie’s და Sotheby’s ბრიტანელი გრაფიტი–მხატვრის, ბენკსის პრინტებს ონლაინ რეჟიმში გაყიდიან. სტრიტ–არტის მეფის ავტოგრაფიანი, ყველაზე ცნობილი ნამუშევრების რეპროდუქციების ფასი ათობით ათასი დოლარია.

“6 სექტემბერს გასაყიდ ლოტებს შორისაა “გოგონა ბუშტით”, რომელიც 73-97 ათასი დოლარი ეღირება, “კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჯოჯოხეთში” – 22-26 ათასი დოლარი, “Pulp Fiction” – 14.5-22 ათასი დოლარი ეღირება”, – აცხადებენ Sotheby’s –ში.

აუქციონი Christie’s 10-24 სექტემბერს გაიმართება. მისი ლოტების სრულია სია ჯერ გამოქვეყნებული არაა.