Christie’s იმპრესიონისტების ნამუშევრებს გაყიდის

539

სააუქციონო სახლი Christie’s ტეხასელი ნავთობის მაგნატის ედვინ ლ. კოქსის კოლექციას 2021 წლის ნოემბერში, ნიუ–იორკში გაყიდის. იმპრესიონისტებისა და პოსტიმპრესიონისტების 25 ნამუშევარი 200 მილიონ დოლარზე მეტადაა შეფასებული.

ათსანიშნავია, რომ კოქსის კოლექცია აშშ–ის ტერიტორიაზე არსებულ კოლექციებს შორის ყველაზე მსხვილად ითვლება.

განსაკუთრებული ყურადღება ვაჭრობისას მიექცევა გიუსტავ კაიბოტის ნამუშევარს “ახალგაზრდა მამაკაცი ფაბჯარასთან” და მისი ფასი დაახლოებით 50 მილიონი დოლარია.

ტოპ–ლოტებს შორისაა ვინსენტ ვან გოგის და პოლ სეზანის ნამუშევრებიც.