DC shoes და AC/DC ტანსაცმლის კოლექციას გამოუშვებენ

506

ბრენდი DC shoes და ლეგენდარული როკ–ჯგუფი AC/DC ერთობლივ ლიმიტირებულ კოლექციას გამოუშვებენ. ექსკლუზიური ხაზის დიზაინი ჯგუფის ალბომებით, «Highway to Hell», «High Voltage» და «T.N.T» არის შთაგონებული.

განსაკუთრებული გავლენა მოახდინა ალბომმა Back in Black, რომელიც 40 წლის წინ გამოვიდა.

ხაზში შევა სპორტული ფეხსაცმელი, მაისურები, ჰუდები, ლონგსლივები, ქუდები და აქსესუარები.