Disney-ის ახალ გენერალურ დირექტორად ქართველი დანიშნეს

744

კახა აბაშიძე Walt Disney Company CIS-ის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ინფორმაციას AT.ge ავრცელებს.

ის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონების, დსთ-ს და ასევე რუსეთის ხელმძღვანელის პოსტებს შეითავსებს. აბაშიძე WaltDisneyCompany CIS-ის გენერალური დირექტორის თანამდებობაზე მარინა ჟიგალოვა-ოზკანს შეცვლის, რომელიც კომპანიას 13 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა.

2014-2019 წლებში აბაშიძე უძღვებოდა Disney-ს ოფისს თურქეთში, საბერძნეთში, ისრაელსა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში, სადაც მედიადისტრიბუციის განვითარებას კურირებდა.