Disney ოსკარზე “შურისმაძიებლებს” წარადგენს

460

Disney-მ ფილმის “შურისმაძიებლები: ფინალი” პრემია ოსკარზე წარსადგენად კამპანია წამოიწყო. კინოაკადემიის წევრებისთვის საჩვენებელი სეანსების გრაფიკი უკვე შედგენილია. ჩვენებები ლოს–ანჯელესში, ნიუ–იორკში, სან–ფრანცისკოსა და ლონდონში გაიმართება.

აღსანიშნავია, რომ Disney–ს აქვს ასევე ფილმები “მეფე ლომი” და “ალადინი”, თუმცა ძირითად აქცენტს კომპანია სწორედ “შურისმაძიებლებზე” აკეთებს.