Disney/Pixar ახალ ანიმაციურ ფილმს გადაიღებს

532

სტუდია Disney/Pixar–მა სრულმეტრაჟიანი ანიმაციური ფილმი “სული” დააანონსა და ის 2020 წლის ივნისში გამოვა.

“ოდესმე გიფიქრიათ იმის შესახებ, თუ როგორ და სად ჩნდება თქვენი სურვილები, ოცნებები და მოთხოვნილებები? Disney და Pixar გიწვევთ ნიუ იორკის ქუჩებში სასეირნოდ და კოსმიურ სამყაროებში სამოგზაუროდ, რათა ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან შეკითხვებზე იპოვოთ პასუხი”, – წერია სტუდიის განცხადებაში.

პროექტის რეჟისორი პიტ დოკტერია, ხოლო ფილმის პროდუსერი დანა მიურეი იქნება.