ტელეარხ Fox Entertainment–ს ხელმძღვანელის, ჩარლი კოლიერის განცხადებით, სატელევიზიო პრემია Emmy Awards–ის გადაცემის ცერემონია წამყვანის გარეშე ჩაივლის.
“წელს ბევრი პოპულარული სერიალი დამთავრდა ან სულ მალე დამთავრდება და ამას ყურადღების გარეშე ვერ დავტოვებთ. წამყვანის რეპლიკები და მისასალმებელი სიტყვა 15–20 წუთს გაგრძელდება. ჩვენი აზრით, სჯობს წელს ცერემონია წამყვანის გარეშე ჩატარდეს”, – განმარტა მან.
შეგახსენებთ, რომ Emmy Awards წამყვანის გარეშე 2003 წელს ჩატარდა.