Euphoria-ს მესამე სეზონის გამოსვლა დადასტურდა

630

HBO-ის ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე ყურებად პროექტ Euphoria-ს მესამე სეზონი დამტკიცდა. ამჟამად ემის მფლობელი სერიალის მეორე სეზონი მიმდინარეობს, რომლის პრემიერა 9 იანვარს შედგა, მას შემდეგ კი HBO-ის პლატფორმებზე სერიალი 14-მა მილიონმა მაყურებელმა ნახა. აღსანიშნავია, რომ მეორე სეზონის აუდიოეფექტებზე ქართულმა კომპანია Postred-მა “სემმა, ზენდეიამ და სერიალში მონაწილე ყველა მსახიობმა პროექტი საოცარ სიმაღლეებზე აიყვანეს”, — აცხადებს HBO-ის წარმომადგენელი, ფრანჩესკა ორსი, — “ჩვენთვის დიდი პატივი და სასიხარულო ამბავია, ნიჭიერი ადამიანების ამ გუნდთან ერთად მოგზაურობა მესამე სეზონზეც გავაგრძელოთ”. სერიალის შემქმნელი, სცენარისტი და პროდიუსერი სემ ლევინსონია. სერიალის აუდიტორიის დიდ ნაწილს ახალგაზრდები შეადგენენ, რადგან ნაწარმოებში თანამედროვე მოზარდებისთვის აქტუალურ ბევრ საკითხს, მათ შორის, იდენტობის, ტრავმის, მეგობრობისა და სიყვარულის თემებს ეხებიან. Euphoria-ის მეორე სეზონის ბოლო სერია 27 თებერვალს გამოვა.