სოციალური ქსელის Facebook-ის თანადამფუძნებელი, კრის ჰიუზის აზრით, დროა კომპანია გაიყოს.
„მარკ ცუკერბერგის ძალაუფლება უპრეცედენტო გახდა და ის ამერიკულ იდეას ეწინააღმდეგება. დროა Facebook გაიყოს“, – განაცხადა ჰიზმა.
მისივე განმარტებით, სოციალური ქსელი ძალიან დიდ გავლენას ახდენს ბაზარზე და დემოკრატიისთვის საფრთხეს წარმოადგენს. ჰიზის აღნიშვნით, აუცილებელია ახალი მარეგულირებელი სააგენტოს შექმნა. ის ასევე მოუწოდებს კონგრესს კონფიდენციალურობის შესახებ ახალი კანონპროექტის შემუშავებისკენ.