ამერიკელმა ფოტოგრაფმა სპენსერ ტუნიკმა ნიუ–იორკის ცენტრში ფლეშმობი მოაწყო, რომელშიც მონაწილეობა ათობით სრულიად შიშველმა მოდელმა მიიღო.
გაშიშვლებული მოდელები მანჰეტენზე, Facebook-ის ოფისთან მდებარე მოედანზე დაწვნენ და ხელში ქალის კერტების გამოსახულების ფოტოსურათები ეკავათ.
აქცია მიეძღვნა Facebook-სა და Instagram-ზე სხეულის ამ ნაწილების აფიშირების აკრძალვას. აღსანიშნავია, რომ მსგავსი აკრძალვა არ ეხებათ მამაკაცებს.