უკვე ზედიზედ მეორედ, ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობის პოზიციას, ამერიკელი მსახიობი, მომღერალი და მოდელი სკარლეტ იოჰანსონი იკავებს. ამის შესახებ BBC გამოცემა Forbes-ის რეიტინგზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით 34 წლის მსახიობის შემოსავალი $56 მილიონია.
Forbes-ის მიხედვით, 2019 წელს ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი მსახიობების რეიტინგი ასეთია:
1. სკარლეტ იოჰანსონი – $56 მილიონი;
2. სოფია ბერგარა – $44,1 მილიონი;
3. რიზ უიზერსპუნი – $35 მილიონი;
4. ნიკოლ კიდმანი – $34 მილიონი;
5. ჯენიფერ ენისტონი – $28 მილიონი;
6. კეილი კუიოკო – $25 მილიონი;
7. ელიზაბეტ მოსი – $24 მილიონი;
8. მარგო რობი – $23,5 მილიონი;
9. შარლიზ ტერონი – $23 მილიონი;
10. ელენ პომპეო – $22 მილიონი;
რამდენიმე დღის წინ Forbes-მა ყველაზე მაღალანაზრაურებადი კაცი მსახიობების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც პირველი ადგილი დუეინ ჯონსონმა დაიკავა.