Friends-ის მსახიობებმა კარპულ კარაოკეში I’ll Be There for You იმღერეს

584

თუ Friends-ის გულშემატკივარი ხართ და მათი ნებისმიერი გამოჩენა გახარებთ კარგი ამბავი გვაქვს.

ლიზა კუდროუ, ჯენიფერ ენისტონი, კორტნი კოქსი, მეთიუ პერი, მეთ ლებლანკი და დევიდ შვიმერი ჯეიმს კორდენმა Warner Brothers-ის გზაზე გაიყოლა. კორდენი სპეციალური ეპიზოდის ერთ-ერთი წამყვანიც იყო. გზაში მსახიობებმა The Rembrandts-ის ყველასთვის საყვარელი ჰიტი, I’ll Be There for You შეასრულა და არც ამ მოგზაურობას ჩაუვლია ცრემლების გარეშე. მათ გადასაღებ მოედანზეც შეიარეს და საბოლოოდ მსახიობები კორდენთან ერთად ყავაზე Central Perk-ს ესტუმრნენ.