ქართული შოუ-ბიზნესის განვითარების ხელშეწყობის მიზნით, კომპანიები GERA, Bravo Records და Primo Music თანამშრომლობას იწყებენ. როგორც კომპანია ბრავო რეკორდის პრეზიდენტისა და საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია GERA-ს თავმჯდომარის ერთობლივ ბრიფინგზე განაცხადეს, ეს დიდი გაერთიანებაა, რომელიც მოახდენს დიდ გარდატეხას ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში. საუბარი ასევე GERA-ს მუშაობის ინოვაციურ მეთოდებსაც შეეხო.
Bravo Records სინქრონიზაციის მიმართულებით შერწყმული იქნება Primo Music-თან. რაც გულისხმობს კომპანიის წევრების საავტორო და მომიჯნავე უფლებების ეფექტურ მართვას.

„ვფიქრობ, რომ ამ ორგანიზაციის შემოსვლა ბაზარზე, რასაც GERA ჰქვია, საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაცია. ახალი მოთამაშეა, რომელიც შემოიტანს ქართულ მუსიკაულრ ბაზარზე ახალ, ციფრულ ტექნოლოგიებს, რომლებიც ბევრად გაამრავალფეროვნებს გამჭირვალობის ინსტრუმენტებს და გაზრდის შემოსავლებს მუსიკოსებისთვის.
პარალელურად ჩვენ Bravo Records, რომელთაც გვაქვს მუშობის გამოცდილება მთავარ მსოფლიო წამყვან ლეიბლებთან, როგორიცაა: Sony, Warner და Universal. მოგეხსნებათ ჩვენ მთელი ამ ხნის განმავლობაში ვალიცენზირებდით კომერციულ რეკლამებს, შემდგომ ტელე-ეთერებს და ახლა უკვე ამ ახალ კომპანია Primo Music-თან გავაგრძელებთ სინქრონიზაციის სფეროში თანამშრომლობას. Bravo Records სინქრონიზაციის ნაწილში შედის Primo Music-ის დამფუძნებლადაც. შერწყმას სინქრონიზაციის ნაწილში კი ხელი შეუწყო GERA-მ“, – განაცხადა Bravo Records-ის დამფუძნებელმა ზაზა შენგელიამ.

„დღევანდელი ბრიფინგის მიზანია, საზოგადოებას შევატყობინოთ, დიდი გაერთიანების შესახებ. რეალურად ჩვენ ამ ბაზარზე ახლები ვართ, მაგრამ ამ მცირე პერიოდში ძალიან დიდ წარმატებას მივაღწიეთ.
ჩვენ რეალურად ვფლობთ ექსკლუზივებს ყველა მეიჯორისგან და საქართველოში მუსიკის ბაზრის დაახლოებით 85%–ს ვფლობთ, მაგრამ გამოცდილება ჰქონდა Bravo Records და ჩვენ მოვახდინეთ ამ ძალების კოსნოლიდირება და ერთი დიდი კომპანია შევქმენი, რომელიც ახალი ძალითა და გამჭირვალედ, ძალიან დიდ შედეგებს დადებს. ეს შეიტანს გარდატეხას ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში და იმედი გვაქვს, რომ რაც შეიძლება მალე ჩვენ შევქმნათ წარმატებული ბიზნესი არა მხოლოდ ჩვენთვის, არამედ ყველა ქართველი შემსრულებლისთვის და ავტორისთვის“, – აღნიშნა GERA-ს გამგეობის თავმჯდომარემ ალექსანდრე გვარიშვილმა.
მუსიკოსი დათო ევგენიძე, ერთ-ერთი ქართველ ხელოვანია, რომელმაც საავტორო უფლებების დაცვა სწორედ GERA-ს ანდო. მისი თქმით ორგანიზაცია ქართულ საქმეს აკეთებს და ეს გაერთიანება ქართული შოუ–ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.
„საერთოდ რაც ქვეყნის სიკეთისთვის კეთდება მე ყოველთვის იქ ვდგავარ და მე მიმაჩნია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ეს შერწყმა. რაც დღეს პრესკონფერენციაზე მოვისმინეთ ტექნოლოგიებზე, რომელიც არის ავტორების დაცვის ფანტასტიკური საშუალება. ამ ტექნოლოგიების საშუალებით ავტორების უფლებების დაცვა მსოფლიო სტანდარტებით ხდება. GERA მზადაა ემსახუროს თავის ქვეყანას, გააერთიანოს და იურთიერთოს ყველა ორგანიზაციასთან, ვინც მზადაა რომ აკეთოს იგივე საქმე. ეს ღია ორგანიზაციაა ყველასთვის, ძალიან სერიოზულად შევისწავლე რაც იყო შემოთავაზებული GERA-სგან და როცა დავრწმუნდი, რომ ის საქართველოს კეთილდღეობაზე ზრუნავს. დღეს GERA-ს წევრი ვარ და მინდა ვთქვა, რომ დანარჩენი ავტორები ვინც გაწევრიანებულები არიან და ვინც გაწევრიანდება, იგრძნობენ ყოველდღიურად და ყოველთვიურად თუ რას ნიშნავს GERA-სთან ხელშეკრულების დადება“, – განაცხადა მუსიკოსმა დათო ევგენიძემ.
GERA ახლადშექმნილი ასოციაციაა და ამ დროისთვის 200-მდე ქართველი ხელოვანია გაწევრიანებული.