GERA, Sony, Warner და Universal წარმატებით თანამშრომლობენ

2266

„ჩვენი ნომერ პირველი ამოცანაა, რომ თითოეული არტისტი იყოს დაფასებული და მოტყუებულად არ იგრძნოს თავი“, – ამის შესახებ „საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაციის“ (GERA)  დირექტორის მოადგილე ნინო სექანიამ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში განაცხადა. მისი თქმით GERA-ს აქვს ექსკლუზიური უფლება ისეთ მსხვილ გამომცემლებთან, როგორიცაა Sony Music Entertainment, Warner Music LTD, Universal და სხვა.

„ინოვაციური ტექნოლოგიის დანერგვის მეშვეობით ობიექტურად  ეცოდინება თითოეულ არტისტს სად, რამდენჯერ როგორ იქნა გამოყენებული მისი მუსიკა. როდესაც ავტორი წერს მუსიკას ის უნდა იყოს დაფასებული. სამწუხაროდ დღეის მდგომარეობით პირადად მე მიმაჩნია, რომ ეს სუბიექტურად ხდებოდა და ეს ტექნოლოგია გვაძლევს  იმის საშუალებას, რომ ავტორმა არ იგრძნოს თავი მოტყუებულად და ზუსტად იცოდესრამდენჯერ, ვინ, რატომ და როგორ  გამოიყენა კონკრეტული მუსიკა.

აუცილებლად მინდა აღვნიშნო ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტი. ჩვენ, საქართველოში ვფლობთ უფლებას  Sony-ს, Warner-ისა და Universal-ში ჩაწერილ ნებისმიერ  კომპოზიციაზე, ასევე მათ შვილობილ კომპანიებშიც.გარდა ამისა გვყავს 70-ზე მეტი ქართველი არტისტი რუსა მორჩილაძე, ნინი ბადურაშვილი, ჯემალ სეფიაშვილი, ეკა კახიანი და სხვები, არ მინდა ვინმე გამომრჩეს, რადგან მათი რიცხვი ყოველდღიურად მატულობს. ჩვენთვის ძალიან საამაყოა, რომ თქვენი არხის, საზოგადოებრივი მაუწყებლის მთავარი მუსიკალური პროდიუსერი დათო ევგენიძე ჩვენი ასოციაციის წევრია. ასე, რომ ამ მოკლე დროში ჩვენ ძალიან კარგი შედეგი გვაქვს.

ჩვენთან გაწევრიანება მარტივია. ავტორი, როგორც კი გამოთქვამს სურვილს, რომ იყოს ჩვენი წევრი, უნდა შეიქმნას მისი სრულყოფილი კატალოგი. ასევე მან უნდა მოგვაწოდოს mp3 ვერსია. ეს იტვირთება ჩვენს ბაზაში და უერთდება Warner-ში, Sony-ში და Universal-ში ჩაწერილ მილიონობით კომპოზიციას. ეს პროცესი ხდება მომენტალურად, შესაძლოა 1 დღის განმავლობაში მოხდეს ჩატვირთვა. ტექნოლოგიების დამხარებით ეს ძალიან მარტივია.

გარდა არტისტებისა, ჩვენ დავიცავთ ფოტოგრაფების, მხატვრების, დრამატურგებისა და სცენარისტების უფლებებს და საერთოდ ყველა იმ ავტორის უფლებას, რომელთაც რაიმე სახით ინტელექტუალური საკუთრება გააჩნიათ. ასევე მზად ვართ, საჭიროების შემთხვევაში გავუწიოთ იურიდიული დახმარებაც, თუ კი მათი სურვილის მიუხედავად და გვერდის ავლით იქნა გამოყენებული მათი ნებისმიერი ნაშრომი”, – განაცხადა ნინო სექანიამ.

GERA-ს გამგეობის თავმჯდომარე განმარტავს თუ რას გულისხმობს ახალი, ინოვაციური ტექნოლოგია. მისი თქმით ეს არის მოწყობილობა, რომლის საშუალებითაც ავტორი თვითონ აკონტროლებს როდის სადა და რამდენჯერ შესრულდა მისი ნაწარმოები.

„ჩვენ შემოვედით ინოვაციური ტექნოლოგიით, რომელიც ინერგება მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ეს არის ფლეიერი, რომელსაც აქვს წვდომა ვირტუალურ ბაზასთან. ამ ფლეიერში ჩატვირთულიაყველა ის მუსიკალური ნაწარმოები, რომლებზეც გვაქვს უფლება. ავტორიც და მომხმარებელიც (რესტორანი თუ სხვა), რეგისტრირდება და აქვს თავისი პირადი კაბინეტი. სწორედ ამ გზით აკონტროლებს ავტორისად, რომელ ქვეყანაში, რომელ ობიექტზე რამდენჯერ შესრულდება მისი ნაწარმოები. რაც შეეხება რესტორანს, ის  თვითონ ირჩევს.ნაწარმოებები ამ ფლეიერიდან იკვრება და აქედან გამომდინარე მთელი ინფორმაცია არსებობს თუ რა დაიკრა, შესაბამისად ძალიან მარტივია გაკონტროლება სად, როდის, რომელი სიმღერა შეასრულეს.

კანონის დარღვევის შემთხევაში ჩვენ გვყავს იურისტების რამდენიმე ჯგუფი. ასევე რამდენიმე კომპანია ემსახურება ჩვენ საქმიანობას და რა თქმა უნდა საბოლოო ადგილი მაინც ამის სასამართლოა, თუმცა ჩვენ ვცდილობთ რომ უფრო დავხვეწოთ ეს მეთოდი და შესაძლებელი იყოს პირდაპირი ჯარიმების გამარტივება და ასე წლობით არ გრძელდებოდეს ეს სასამრთლო პროცესები, როგორც საქართველოში ხდება. ნუ ეს სამუშაო პროცესია და ჩვენ ამაზე ვმუშაობთ. და იმედია მალე გავამარტივებთ“, – განაცხადა „საქართველოს უფლება მფლობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ალექსანდრე გვარიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ – GERA ქართულ ბაზარზე, რამდენიმე თვის წინა გამოჩნდა. საქმიანობს ახალი, თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენებით და ამდროისთვის 70-ზე მეტი ავტორ-შემსრულებელია გაწევრიანებული.

„საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“

საქართველოში საავტორო უფლებების დაცვის ახალი ორგანიზაცია სახელწოდებით „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაცია“ ჩამოყალიბდა , რომელიც მუსიკოსთა ინტელექტუალური საკუთრების დაცვის გარანტიას იძლევა 🔍🔍ასოციაციის ტექნოლოგიური ინოვაციის დახმარებით , არტისტი გაიგებს თუ რამდენჯერ, როდის და სად გამოიყენეს მისი მუსიკა 🎶🎵#ახალიდღის ☀️ სტუმრები : ალექსანდრე გვარიშვილი – „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ნინო სექანია – „საქართველოს უფლებამფლობელთა ასოციაციის“ დირექტორის მოადგილე

Posted by ახალი დღე on ორშაბათი, 17 ივნისი, 2019