GOT “ემის” რეკორდსმენია

529

სერიალი “სამეფო კარის თამაშები” პრემია “ემის” 32 ნომინაციაზეა წარდგენილი, მათ შორის “საუკეთესო დრამატული სერიალი” და საუკეთესო რეჟისურა.

აქამდე რეკორდი სერიალ “ნიუ–იორკის პოლიციას” ეკუთვნოდა, მან 1994 წელს 27 ნომინაციაში მიიღო მონაწილეობა.

სხვადასხვა ნომინაციებში ასევე წარდგნეილია სერიალები:
The Marvelous Mrs. Maisel, ჩერნობილი, პირადი მცველი, ევას მკვლელობა, სჯობს სოლს დაურეკოთ და სხვები.

ემის დაჯილდოების 71–ე ცერემონია 22 სექტემბერს გაიმართება.