ჯონ სნოუს როლის შემსურლებელი მსახიობი კიტ ჰარინგტონი სარებილიტაციო ცენტრში მკურნალობას საიდუმლოდ გადის. მსახიობი სტრესსა და ალკოჰოლიზმს, სერიალის დასრულების გამო ებრძვის. 32 წლის კიტ ჰარინგტონი კონეკტიკუტის შტატის ელიტარულ კლინიკაში Prive-Swiss უკვე 1 თვეა მკურნალობს.
“”სამეფო კარის თამაშების” დასრულება დიდი დარტყმა იყო მისთვის. ის მიხვდა, რომ ყველაფერი რაც მათ ბევრი წლის მანძილზე შექმნეს დასრულდა. ის კლინიკაშია, ძირითადად სტრესისა და გადაღლილობის გამო, თუმცა ალკოჰოლმაც ითამაშა თავისი როლი”, – აცხადებს მსახიობის მეგობარი პრესასთან საუბარში.