HBO „სამეფო კარის თამაშების“ დასრულების შემდეგ მაყურებელს პრიქველს შესთავაზებს. ჯერჯერობით პროექტს დასახელება არ აქვს, მაგრამ თავად ჯორჯ მარტინის მიერ შეთავაზებული ვარიანტია „გრძელი ღამე“. მოვლენები „სამეფო კარის თამაშების“ მოვლენებს რამოდენიმე ათასი წლით უსწრებს. როგორც ჩანს, სერიალი გვიამბობს ვესტეროსის ერთ–ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, როდესაც კონტინენტი სიბნელემ და სიცივემ მოიცვა.
ჯორჯ მარტინთან ერთად პრიქველის სიუჟეტზე ჯეიმ გოლდმანი იმუშავებს, ხოლო მის გადაღებებზე 50 მილიონი დოლარი დაიხარჯება.