31 მაისიდან საქართველოს ეროვნულ მუზეუმი გიწვევთ გამოფენაზე „IMMAGICA. მოგზაურობა მშვენიერების სამყაროში, ხელოვნებასა და ინოვაციებში“.
IMMAGICAარის შთამბეჭდავი ვირტუალური მოგზაურობა დროში, რომელიც XIV-XIX საუკუნეების იტალიურ ფერწერასა და ქანდაკებას გაგვაცნობს. ეს არის ხმის, განათების, იმერსიული გამოსახულებებისა და მულტიმედიის ერთობლიობა; ხელოვნების აღმოჩენა ინოვაციური ტექნოლოგიების მეშვეობით; შთაბეჭდილებების მიღებისა და ცოდნის გაღრმავების ახლებური ხერხი; ყველასთვის გასაგები, ხელმისაწვდომი და, ამავე დროს, მეცნიერული თვალსაზრისით ზედმიწევნით ზუსტი ენა.
გამოფენაზე დამთვალიერებელი, პროექციების საშუალებით, იხილავს ისეთი ხელოვანების ნამუშრევრებს როგორიცაა:ჯოტოს „მაესტა დი ონისანტი“ და სკროვენის კაპელის ფრესკები, ლეონარდო და ვინჩის „ხარება“, ბოტიჩელის „ვენერას დაბადება“ და „გაზაფხული“, რაფაელის „მადონა ჩიტბატონათი“, ბელოტოს „სან მარკოს მოედანი“ და „კასტელო სფორცესკო“, კანალეტოს „იტონის კოლეჯის კაპელა“, კანოვას „ამური და ფსიქეა“ და „სამი გრაცია“.
სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილია საგანმანათლებლო პლატფორმა, რომელიც სენსორული ეკრანების საშუალებით შესაძლებელს ხდის ნამუშევრების დეტალების დათვალიერებას; გამოფენაში ჩართულია VR ტექნოლოგიები -დამთვალიერებელი კანალეტოსა და ბელოტოს ნამუშევრებზე ასახულსცენებს აღმოაჩენენ. გამოფენა გამორჩეულიაიმითაც, რომ დათვალიერების პარალელურად ვიზიტორი ყურსასმენებით შეძლებს, მუსიკის თანხლებით, მიიღოს ინფორმაცია ნამუშევრების შესახებ.
გამოფენის იდეა გაჩნდასაქართველოს ეროვნულ მუზეუმთან და იტალიის კვლევების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით იტალიის საელჩოს მიერ ორგანიზებული სემინარების ციკლის შედეგად, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სფეროში უახლესი ტექნოლოგიებისა და ინოვაციური სისტემების გამოყენების თემას ეძღვნებოდა. წამყვანი ტექნოლოგიებით შექმნილი მულტიმედიური ექსპოზიცია კულტურული მემკვიდრეობის პოპულარიზაციის სფეროში მომუშავე სამი იტალიური კომპანიის ერთობლივი მუშაობის შედეგია: ვირტუალური მარშრუტის იდეა და განხორციელება Cose Belle d’Italia Media Entertainment-ს ეკუთვნის, პლატფორმა Centrica-ს შექმნილია, ETT კი ვირტუალური რეალობის სივრცის კურატორია. გამოფენა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ხელშეწყობით იმართება.