100 ყველაზე ცნობილი Instagram ვარსკვლავის სია ცნობილია. შეფასების კრიტერიუმი გვერდებზე რეკლამის რაოდენობა გახდა.
რეიტინგის პირველი ადგილი მოდელმა კაილი ჯენერმა დაიკავა, თითო პოსტში ის 1 266 000 დოლარს იღებს.მეორე ადგილი არიანა გრანდეს ერგო – 158 500 000 დოლარი. მესამე ადგილს კი კრიშტიანუ რონალდუ დასჯერდა: 975 000 დოლარი.
შემდეგ ადგილებზე არიან: კიმ კარდაშიანი ( 910 000 დოლარი), სელენა გომესი (886 000 დოლარი), დუეინ ჯონსონი (882 000 დოლარი), ბიონსე (785 000 დოლარი), ტეილორ სვიფტი (748 000 დოლარი).