Iron Maiden “Ion Maiden”–ს სასამართლოში უჩივის

815

ბრიტანული ჰევი–მეტალ ჯგუფი Iron Maiden ვიდეო–თამაშის, “Ion Maiden”–ის შემქმნელებს სასამართლოში უჩივის. ჯგუფი 2 მილიონ დოლარს ითხოვს. მუსიკოსების განცხადებით, კომპანია სავაჭრო ნიშნის უხეშ დარღვევაშია დამნაშავე, რადგანაც თამაშის სახელი ძალიან ჰგავს ჯგუფის დასახელებას და მომხმარებლები შეცდომაში შედიან.

“თამაშის დასახელება, “Ion Maiden” პრაქტიკულად Iron Maiden-ის სავაჭრო ნიშნის იდენტურია, როგორც ვიზუალურ და ხმოვან გაფორმებაში, ასევე სარეკლამო კამპანიის მიერ დატოვებულ შთაბეჭდილებაში”, – აცხადებს ჯგუფი.