Kill Bill 3-ში უმა თურმანის გმირის შვილის როლი, შესაძლოა, მისმა შვილმა ითამაშოს

489

უმა თურმანის შვილი ეთან ჰოუკია, რომელიც საზოგადოებამ ცნობილი სერიალიდან “Stranger things”-იდან გაიცნო. კვენტინ ტარანტინომ უკვე განაცხადა, რომ იგი ერთ ფილმს გადაიღებს და კარიერას დაასრულებს. ჯერ არ ვიცით, ეს ფილმი იქნება თუ არა Kill Bill-ის მესამე ნაწილი, რადგან რეჟისორის თქმით, მას სურს, რომ საბოლოო ფილმი მისი კარიერი ეპილოგი იყოს. მიუხედავად ამისა, რეჟისორი ჯერ კიდევ დაინტერესებულია Kill Bill-ის მესამე ნაწილში ისტორიის განვითარებით.

“წარმოვიდგენ, რომ პატარძალი და მისი შვილი ბეიბი 20 წლის განმავლობაში ბედნიერად ცხოვრობენ. თუმცა შემდეგ ამ მშვიდ ცხოვრებას რაღაც დაარღვევს. თანაც ახლა შემიძლია ფილმში უმა თურმანი და მისი შვილი მაია ერთად ვათამაშო, რაც ძალიან ამაღელვებელია ჩემთვის”.