ფსიქოლოგიური თრილერის Luce-ის თრეილერი გამოვიდა. ფილმის პრემიერა წელს სანდენსის კინოფესტივალზე შედგა და დადებითი გამოხმაურება დაიმსახურა.
ფილმში მთავარ როლებს ნაომი უოთსი, ტიმ როტი და ოქტავია სპენსერი ასრულებენ. სიუჟეტის ცენტრში წყვილია, რომლებმაც შავკანიანი ბავშვი სახელად ლუსი იშვილეს. ლუსი სკოლის წარმატებული მოსწავლეა, მაგრამ ერთ საღამოს მშობლები სკოლიდან საგანგაშო ზარს იღებენ.
ფილმის პრემიერა მიმდინარე წლის 2 აგვისტოსაა დაგეგმილი.