Maleficent: Mistress of Evil პირველი ტრეილერი გამოქვეყნდა

665

ანჯელინა ჯოლის ფანებს დიდი ხანია სურთ საყვარელი მსახიობის დიდ ეკრანზე კიდევ ერთხელ ხილვა, რაც სულ მალე, 2019 წლის შემოდგომაზე შეეძლებათ. დისნეიმ მალეფისენტის მეორე ნაწილის, Maleficent: Mistress of Evil პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა, სადაც ვეებაფრთიანი ჯადოქარი არც ისე კმაყოფილი ჩანს ავრორას ნიშნობის სიახლითა და დედოფალი ინგრიდის (მიშელ ფაიფერი) გადაწყვეტილებით, პრინცესის სასახლეში დაბრუნებაზე.

ომში ჩართულ მალეფისენტს ჯადოქრისთვის განკუთვნილი ტყვია ხვდება და ის წყალში ვარდება, საიდანაც ის მის მსგავს არსებებს ამოჰყავთ. “დიდი დრო დახარჯე ადამიანებზე ზრუნვაში. დროა საკუთარ თავს მიხედო”, — ისმის კაცის ხმა ტრეილერის ბოლოს. ფილმის ერთ-ერთი მთავარი მსახიობი კვლავ ელ ფენინგია. შეიცვალა პრინცის როლის შემსრულებელი. ბრენტონ ტუეიტესის ნაცვლად ამჯერად ამ პერსონაჟს ჰარის დიკინსონი ასახიერებს. დისნეის ერთ-ერთი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი ეკრანებზე 18 ოქტომბერს გამოვა.

ირინკა ფაღავა