mcasting.ge – ქართული კასტინგ–პორტალი

827

mcasting.ge ახალი ვებ–პორტალია, რომლის საშუალებითაც მსახიობებს საშუალება ექნებათ თავიანთი პორტფოლიოები განათავსონ და ამით ადგილობრივი ან/და უცხოელი რეჟსორების ყურადღება მიიპყრონ. Allart.ge საიტის ხელმძღვანელს, მიშა აფხაზავას ესაუბრა.

– პირველ რიგში მოგვიყევით რა არის ამ საიტის ფუნქცია?

– მცირე დროში შევარჩიოთ სწორი კადრები, არ გამოგვეპაროს მხედველობიდან ის ხალხი, ვისთანაც ახლოს არის პერსონაჟი ხასიათით თუ უნარ–ჩვევებით,დაუფასდეს ყველას პროფესიონალიზმი თუ სიყვარული ჩვენი სფეროს მიმართ, მცირე დროში ავუწყოთ სამსახიობო კარიერა, სხვა ქვეყნებს წარვუდგინოთ და გავუზიაროთ ბაზა, და კიდევ ბევრი რამ. . .

– როგორ ხდება თქვენს საიტზე მოხვედრა, ანუ მსურველი უბრალოდ რეგისტრირდება და შემდეგ თქვენ უკავშირდებით?

– რეგისტრაცია ფასიანია, 50 ლარი ღირს. ასე გადაწყდა, რათა თავიდან აგვერიდებინა დასაქმებულის ჰონორარიდან პრცენტის ჩამოჭრა, ეს ამსუბუქებს და გვიადვილებს საქმიან ურთიერთობებს, დარეგისტრირების შემდგომ ვუკავშირდებით, ვუღებთ სტუდიურ ფოტოებს და ვუხსნით გვერდს.

– როგორ ხდება ფოტოების განთავსება, ანუ თქვენ უკეთებთ ფოტოსესიას თუ თავისი ფოტოები მოაქვთ?

– ვუღებთ საიტისთვის განკუთვნილ სტანდარტის ფოტოებს და საშუალებას ვაძლევთ თავიანთ გვერდზე ასევე განათავსოს მათთვის სასურველი ფოტოები სხვადასხვა ხასიათში,რათა გავამდიდროთ და მრავალფეროვანი გავხადოთ რეალურად მათი დასაქმება, მნიშვნელოვანია ლაივ რეჟიმში ფოტოების ცვლა როცა ადამიანის ვიზუალური მდგომარეობა იცვლება.

– რამდენად არის შესაძლებელი ფოტოების ხშირი განახლება.. მაგალითად თუ მოხდა წონაში კლება ან მატება, თმის ფერის ან სტილის მკვეთრი ცვალებადობა..

– როცა თავად ჩათვლის საჭიროდ.

– როგორც ვიცი მხოლოდ ფოტოებზე არ ხართ ორიენტირებული და ასევე გაქვთ ელექტრონული ანკეტა.. რას გულისხმობს და რისთვისაა ის საჭირო?

– ესაა სცენარით მოთხოვნილი სუბიექტის მიგნების სწრაფი გზა, ფიზიონომიით, სქესით, ასაკით თუ უნარ–ჩვევებით, ასევე მეტი თვალსაჩინოებისთვის გვაქვს აპლიკაცია რომელიც სხვადასხვა როლს არგებს ადამიანს. . . წარმოდგენილს დანახული ჯობია  ჩვენთვისაც და კლიენტისთვისაც, გაგვიმარტივდება პერსონაჟების მორგება და გაცოცხლება.

– ვინ არის მეორე მხარეს – ანუ როგორც ვიცი როგორც ქართველი ასევე უცხოელი რეჟისორები არიან დაინტერესებული ამ საიტით.

– კი ბატონო, ასევე სხვა კასტინგის რეჟისორებიც

– გვაიმბეთ თქვენს გუნდზე, ვინ მუშაობს ამ ყველაფრის უკან?

– მყავს 5 ასისტენტი, კასტინგის მენეჯერები, საკმაოდ გამოცდილები, რომლებიც გადასაღებ მოედანზე ხელმძღვანელობენ მსახიობებს, უვლიან და აკონტროლებენ. ასევე პარტრიორები არიან საიტზე გამოცდილი კასტინგის რეჟისორები, ეკა მჟავანაძე და ლელი მიმინოშვილი, რათა საიტზე დარეგისტრირებული ხალხი დასაქმდეს მაქსიმალურად, ძალა ერთობაში იყო ყოველთვის!