თრეშ–მეტალ ჯგუფის Megadeth–ის სოლისტმა, დეივ მასტეინმა განაცხადა, რომ გასტროლებს ცვლილებები შეეხებათ, რადგანაც მას ყელის ონკოლოგიური დაავადება აღმოუჩინეს.
“მე კიბოს დიაგნოზი დამისვეს. ამას უნდა შევეგუო და მომავალში გავითვალისწინო, თუმცა ადრეც მიწევდა სირთულეების გადალახვა. სამწუხაროდ ეს წელს დაგეგმილი კონცერტების უმრავლესობის გაუქმებას მაიძულებს. ტური Megacruise 2019 ჩატარდება, ჯგუფი ამა თუ იმ ფორმით მიიღებს მასში მონაწილეობას”, – აცხდებს მუსიკოსი საკუთარ Twitter-ზე.