2019 წლის MTV-ის კინოსა და ტელევიზიის დაჯილდოებაზე საპატიო ჯილდოს (“Generation” Award) დუეინ ჯონსონს გადასცემენ.
ამ ჯილდოს ისეთ მსახიობებს გადასცემენ, რომლებმაც ბოლო წლებში არაერთ ბლოკბასტერში მიიღო მონაწილეობა და ფართო მაყურეებს თავიანთი სახე დაამახსოვრა. ჯონსონი 2016 წელს ამ პოპკორნული დაჯილდოების წამყვანიც იყო კევინ ჰარტთან ერთად.
წინა წლებში ამ ჯილდოს სხვა მიმღებლები არიან კრის პრატი, უილ სმიტი, რიზ უიზერსპუნი, სანდრა ბულოკი, ჯეიმი ფოქსი, ჯონი დეპი და სხვა.
დაჯილდოება 17 ივნისს გაიმართება.