Netflix-ის 10 ორიგინალური ფილმი

888

Roma/რომა

2014 წელს ალფონსო კუარონი პირველი მექსიკელი რეჟისორი გახდა, რომელმაც ოსკარი მიიღო. ოთხი წლის შემდეგ კი შავ–თეთრი ფილმი “რომა” გამოვიდა, რომელმაც მას კვლავ ოსკარი მოუტანა.

Okja/ოკჩა

ოკჩა ეკოლოგიურ კრიზისზე გვიამბობს და ნათლად გვიჩვენებს, რომ ბავშვურ უმანკოებას შეუძლია ძალაუფლებას დაუპირისპირდეს.

The ballad of Buster Scruggs/ბასტერ სკრაგსის ბალადა

თავიდა “ბასტერ სკრაგსის ბალადა” მინი–სერიალად იყო ჩაფიქრებული, მაგრამ შედეგად 6 ნაწილად დაყოფილ ორსაათიან ფილმად იქცა.

The Meyerowitz Stories/მაიეროვიცების ისტორია

ფილმს კანის კინოფესტივალზე მხურვალე აპლოდისმენტები ერგო. მასში ადამ სანდლერი და ბენ სტილერი თამაშობენ.

Mudbound/ მადბაუნდი

ეს ფილმი ისტორიაში იმით შევიდა, რომ პირველია, რომლის წყალობითაც კატეგორია “საუკეთესო ოპერატორზე” ქალი იყო ნომინირებული.

Tallulah/ტალულა

ტალულა ელენ პეიჯისა და ელისონ ჯენის მესამე ერთობლივი პროექტია. ამ ფილმში განიხილება დედობის, ოჯახის, სიყვარულისა და ტყუილის თემები.

Gerald’s Game/ჯერალდის თამაში

წიგნში “ჯერალდის თამაში” სტივენ კინგი მარტივ კითხვას სვამს: რა მოხდება, თუ თქვენი მეუღლე ლოგინად ჩავარდება, უეცრად გარდაიცვლება და ამით თქვენც სასიკვდილოდ გაგიმეტებთ? ფილმი კი ამ წიგნის ეკრანიზაციაა.

Private Life / პირადი ცხოვრება

ეს ფილმი იმ წყვილის ისტორიაა, რომლებიც მიხვდნენ, რომ ბავშვების ყოლა დაუგვიანდათ. ამის შედეგ იწყება დიდი გზა ხელოვნური განაყოფიერების, შვილად აყვანის შესახებ ბჭობისა და ჩხუბების გავლით.

Beasts of No Nation / მხეცები არსაიდან

ფილმი ამერიკელი მწერლის, უზონდინმა უვეალის წიგნის მიხედვითაა გადაღებული და დასავლეთ აფრიკის სამოქალაქო ომის პერიოდზე მოგვითხრობს.

Velvet Buzzsaw / ხავერდოვანი ბენზოხერხი

ეს სასტიკი სატირაა, რომელიც ლოს–ანჯელესის არტ–ინდუსტრიაზე გვიამბობს.