Netflix-მა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი გამოაქვეყნა

847

კომპანია Netflix-მა გამოაქვეყნა ფილმ El Camino: A Breaking Bad Movie-ის პირველი თიზერი. ფილმი სერიალ Breaking Bad-ის მიხედვით არის გადაღებული. მისი პრემიერა 2019 წლის 11 ოქტომბერს გაიმართება.

ამერიკული სატელევიზიო დრამა Breaking Bad-ი 2008-2013 წლებში გამოდიოდა. სიუჟეტის თანახმად, ქიმიის მასწავლებელს უოლტერ უაიტს ფილტვის სიმსივნე აღმოაჩნდა. სიკვდილის შემდეგ ოჯახის ფინანსური სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით, უაიტი მეტამფეტამინის წარმოებას და გაყიდვას იწყებს, რაშიც მისი ყოფილი მოსწავლე ჯესი პინკმანი ეხმარება.