კორპორაცია Viacom–მა შეიძინა კომპანია Paws, Inc., რომელიც გარფილდზე უფლებებს ფლობს. შემდგომში ბრენდის განვითარებით უკვე Nickelodeon დაკავდება.
“”გარფილდი” მუდამ ახალგაზრდა თემაა, რომელიც დაამშვენებს Nickelodeon-ის კონტენტს. გმირს თავისი თაყვანისმცემლები ჰყავს, როგორც ბავშვები, ისე ზრდასრულებიც”, – განაცხადა არხის ხელმძღვანელობამ.
პერსონაჟის ავტორმა ჯიმ დევისმა კი აღნიშნა, რომ მას ძალიან უხარია ეს ყველაფერი, რადგანაც “Nickeloedeon–მა იცის როგორ გაართოს ხალხი.”