OA-ს შეწყვეტის გამო თაყვანისმცემელმა Netflix-ის სათაო ოფისთან შიმშილობა დაიწყო

773

მისტიკური სერიალის OA-ს შეწყვეტის გამო თაყვანისმცემელმა ჰოლუვიდში Netflix-ის სათაო ოფისთან შიმშილობა დაიწყო. ამის შესახებ Independent წერს.

უკვე მე-11 დღეა, რაც 35 წლის იმპერიალ იანგის არ უჭამია. მისი თქმით, ის შიმშილობას მანამდე არ შეწყვეტს, სანამ Netflix სერიალის მესამე სეზონს არ გამოუშვებს.

სერიალი OA 2016 წელს გამოვიდა: მაყურებელმა სულ 2 სეზონი იხილა. სერიალი ბრმა გოგოზეა, რომელიც 7 წლის განმავლობაში დაკარგული იყო. შოუს დახურვის შესახებ აგვისტოში გახდა ცნობილი.