კვირა, მაისი 28, 2023
მთავარი ბლოგი გვერდი 465

Sony-მ „მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა

Sony-მ „მოჩვენებებზე მონადირეების“ ახალი ნაწილის პირველი ტრეილერი გამოაქვეყნა. ახალი ნაწილის სახელწოდებაა „მემკვიდრეები“.

ფილმში მთავარ როლებს ფინ ვულფარდი და პოლ რადი ასრულებენ. რეჟისორი კი ჯეისონ რაითმანია.

ცნობილია, რომ  „მემკვიდრეების“ პრემიერა 2020 წლის 8 ივლისს გაიმართება.

ბენქსიმ საშობაო ნახატით ბირმინგემში არსებული პრობლემა გადმოსცა

ბრიტანელმა ქუჩის მხატვარმა, ბენქსიმ საშობაო ნახატით ბირმინგემში არსებული პრობლემა გადმოსცა. გრაფიტის ვიდეო Instagram-ზე შემდეგი წარწერით „ღმერთო, დალოცე ბირმინგემი“ გამოქვეყნდა.

როგორც ვიდეოდან ჩანს, ადამიანი, რომელიც  უსახლკაროს ჰგავს, ქუჩაში სკამზე წვება. თინვთები გვერდით უდევს და ბოთლიდან სვამს. ვიდეოს ბოლოს კი კედელზე დახატურლი 2 ირემი ჩანს.

ბექსის თქმით,  გამვლელები თავშესაფრის არმქონე კაცს, თხოვნის გარეშე სხვადასხვა საკვებს სთავაზობდნენ.

13 დეკემბერს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იწყება

13 დეკემბერს მიგრაციის ფილმების გლობალური ფესტივალი იწყება. ფესტივალის გახსნის დღეს ნაჩვენები იქნება ქართველი რეჟისორის ვახო ჯაჯანიძის ფილმი „გამოსვლა“ (და შეხვედრა რეჟისორთან), მადლი ლაანის ფილმი „აგვისტოს სამი დღე“ და ალის შინის ფილმი „ჰარუს ახალი წელი“.  

ცნობილია, რომ ფესტივალის ფარგლებში კინოთეატრ „ამირანის“ მე-2-ე სართულზე წარმოდგენილი იქნება IOM-ის გამოფენა „უთქმელი ამბები – ქართველი დაბრუნებული მიგრანტების ფოტოისტორიები“: დინა ოგანოვა.

გიორგი კეკელიძე: გზა, რომელიც ავირჩიეთ რთულია და ამბიციური

ქართველი პოეტი, პროზაიკოსი, ესეისტი და საქართველოს ეროვნული პარლამენტის გენერალური დირექტორი გიორგი კეკელიძე, ახალქალაქის მუნიციპალიტეტში პატარა ბიბლიოთეკების მოწყობასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

„გზა, რომელიც ავირჩიეთ რთულია და ამბიციური. იმედი მაქვს – დიდი და მნიშვნელოვანიც. ჩვენ გვსურს წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მემკვიდრეობა – რაც განათლებულ და განვითარებულ საქართველოს უდრის.

დღეს ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სამ სოფელს ვესტუმრეთ (ჩანდურა, კიროვაკანი, ვაჩიანი) და პატარა ბიბლიოთეკები მოვუწყვეთ. ასეთი ბიბლიოთეკები ახალქალაქის ყველა სოფელში მოეწყობა. მე ხან თვეში ერთხელ, ხანაც ორჯერ ჩავალ და გაკვეთილებს ჩავატარებ.

მნიშვნელოვანი საქმეები ფართო თანამშრომლობით კეთდება“, – წერს გიორგი კეკელიძე.

Wonder Woman 1984-ის ტრეილერი გამოქვეყნდა

Wonder Woman 1984-ის ტრეილერი გამოქვეყნდა, სადაც მთავარი გმირი „ქალი საოცრება“ სამყაროს გადარჩენას ცდილობს.

მთავარ გმირთან ერთად მსახიობი სტივ ტრევორი იბრძოლებს. ფილმში ასევე მონაწილეობს სერიალ Game of Thrones-ის მსახიობი, პედრო პასკალი.

Wonder Woman 1984-ის პრემიერა, 2020 წლის 5 ივნისს გაიმართება.

10 დეკემბრიდან საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება

10 დეკემბრიდან 19 იანვრის ჩათვლით გალერეა “ნოჩაში”  საშობაო გამოფენა-გაყიდვა გაიმართება. გამოფენზე მისული დამთვალიერებელი ნინო ჩაკვეტაძის 20 ახალ ფერწერულ ნამუშევარს იხილავს.

ორგანიზატორების განცხადებით, შესაძლებელი იქნება კალენდრების, ბარათების, ნაძვის ხის სათამაშოების, სუფრების, ბალიშებისა და სხვა სუვენირების შეძენა. აგრეთვე, ნაძვის ხის ძველი სათამაშოების კოლექციის დათალიერება.

ლედი დის კაბები აუქციონზე გაიყიდება

ლედი დიანას რამდენიმე კაბა აუქციონზე გაიყიდება. განსაკუთრებულ ყურადღებას ვიქტორ ედელშტეინის მიერ შექმნილი მუქი ლურჯი კაბა იპყრობს, რომელიც უელსის პრინცესას ჯონ ტრავოლტასთან ცეკვის დროს 1985 წელს ეცვა.

„ეს ცეკვა ყველას ახსოვს. ტრავლოტა მაშინ თავად დიანას თხოვნით მოიწვიეს. პრინცესას ოცნება ეცეკვა ცნობილ მსახიობთან იმ საღამოს ახდა. ველით, რომ ლოტი 400 000 ევროზე მეტად გაიყიდება“, – განაცხადა აუქციონის ორგანიზატორმა, კერი ტეილორმა.

ირაკლი კვირიკაძე ვენის კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე წარადგინეს

ქართველი მსახიობი ირაკლი კვირიკაძე, რომელსაც მაყურებელი რეზო გიგინეიშვილის ფილმში “მძევლები” შესრულებული როლით იცნობს, ვენის საერთაშორისო კინოფესტივალზე საუკეთესო მსახიობი კაცის ნომინაციაზე წარადგინეს.

კვირიკაძემ ნომინაცია სემ ლიტოვჩინის ახალ მოკლემეტრაჟიან ფილმში The Passanger შესრულებული მთავარი როლით მიიღო.

ფილმი ასევე ნომინირებულია საუკეთესო მოკლემეტრაჟიანი ფილმის ნომინაციაზე. შეგახსენებთ იმასაც, რომ ირაკლის მონაწილეობით სულ მალე კიდევ ერთი ფილმი Now Is Everything გამოვა, სადაც მისი პარტნიორი ენტონი ჰოპკინსი იქნება.

ადამ ლამბერტმა შერის ჰიტი შეასრულა

ადამ ლამბერტმა შერის 1998 წლის ჰიტი Believe შეასრულა.

რეპერი Juice WRLD გარდაიცვალა

ამერიკელი რეპერი ჯარედ ჰიგინსი, იგივე Juice WRLD ჩიკაგოში 22 წლის ასაკში გარდაიცვალა.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რეპერი ჩიკაგოს აეროპორტში შეუძლოდ გახდა, რის შემდეგაც ის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ მოახერხეს.