Prada 2020 წლიდან ცხოველების ბეწვს აღარ გამოიყენებს

1009

ამის შესახებ Fur Free Alliance, FFA-ს ხელმძღვანელმა ჯონ ვინდინგმა განაცხადა. FFA აერთიანებს 50 ორგანიზაციას, რომლებიც ცხოველების დასაცავად გამოდიან.

გამოცემის ინფორმაციით Prada ცხოველების ბეწვს არ გამოიყენებს ახალ მოდელებში, თუმცა ადრე დამზადებული ტანსაცმელი, სადაც ბეწვია გამოყენებული გაყიდვაში დარჩება.

„წარმოებაში ცხოველების ბეწვის გამოყენების აკრძალვა, კომპანიას მისცემს საშუალებას რომ დიზაინი უფრო კრეატიული გახადოს და მოთხოვნა ეთიკურ მოდელებზე გაზარდოს“, – განაცხადა კომპანიის ხელმძღვანელმა მიუჩა პრადამ.