Radiohead–მა ჰაკერულ თავდასხმას უპასუხა

1147

ჯგუფმა Radiohead ალბომ “OK Computer”–ის შექმნის დროს დაგროვილი აუდიო და ვიდეო მასალა გამოაქვეყნა.

“წინა კვირას ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა, ვიღაცამ ტომ იორკის მინი–დისკების არქივი მოიპარა. მან 15 000 დოლარი მოითხოვა და იმუქრებოდა, რომ თუ ფულს არ მიიღებს, ამ ჩანაწერებს გამოაქვეყნებს. ამიტომ გადავწყვიტეთ ეს მასალა თავად გამოვაქვეყნოთ. მსმენელს ვთავაზობთ 18 ფუნტად შეისყიდოს მასალები და თავად გადაწყვიტოს ღირს თუ არა მათი გამოსყიდვა” – განაცხადა ჯგუფგის გიტარისტმა ჯონი გრინვუდმა.