Sex And The City-ის ახალ სეზონში მისტერ ბიგიც ბრუნდება

561

ცნობილია რომ “სექსი დიდ ქალაქში”-ს ახალი სეზონის გადაღებები უკვე დაიწყო. ბუნდოვანი იყო ახალ სეზონში ვიხილავდით თუ არა მთავარი გმირის დიდ სიყვარულს – მისტერ ბიგს.

ახლა კი დადასტურებული ინფორმაციით მსახიობი კრის ნოთი ისევ მოირგებს ჯონ ჯეიმს პრესტონის როლს.

“აღფრთოვანებული ვარ, რომ კვლავ მექნება კრისთან თანამშრომლობის შესაძლებლობა. როგორ შევძლებდით სექსის დიდ ქალაქშის ახალი თავის შექმნას მისტერ ბიგის გარეშე?”, — განაცხადა სერიალის პროდიუსერმა მაიკლ პატრიკ კინგმა.