Sotheby’s და Christie’s აუქციონებზე ლოტებს კრიპტოვალუტაზეც ყიდიან

163

მოწინავე სააუქციონო სახლები უკვე თანახმა არიან ლოტების გაყიდვისას საფასური კრიპტოვალუტით მიიღონ, მათ შორის ეს ეხება არაციფრული ხელოვნების ნიმუშებსაც.

როგორც Sotheby’s-ის ფუფუნების საგნების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ჯონ პულანი აღნიშნავს, საიუველირო ნაწარმი ახალგაზრდობას სულ უფრო მეტად აინტერესებს. განსაკუთრებით ეს აზიელ კოლექციონერებს ეხებათ და ამიტომ საფასურის კრიპტოვალუტით მიღება სააუქციონო სახლისთვის მომგებიანი გახდა.

რაც შეეხება სახლ Christie’s-ს, 30 ივნისს დაგეგმილ აუქციონზე კიტ ჰარინგის 5,4–6,2 მილიონ დოლარად შეფასებული ნამუშევრის შეძენა კრიპტოვალუტით შესაძლებელი იქნება.